ახალი ბილეთები მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის
მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ახალი ბილეთები მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ძალაში 15 დეკემბრიდან შევა.
ახალ ელექტრონულ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალი.
ბილეთებში გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც კანდიდატს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა.
მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების ელექტრონულ ვერსიაში მოხდება საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაციის გადაადგილება მათი შინაარსის შეუცვლელად, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს. ახალ ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრლებისა და ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თავლსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა.

