ახალი ამბები

თელავში, ღვინის პირველი ფესტივალი „თელავინო 2014“ გაიმართა

თელავში, „კახეთის მეღვინეთა გილდიამ“ ქართული ღვინის პირველი ფესტივალი „თელავინო 2014“ გამართა. კახეთის მეღვინეთა გილდიის დირექტორის, თათია დარანიძეს თქმით, თელავში პირველად ტარდება მსგავსი მასშტაბური ღვინის ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მეღვინეობის, ვაზისა და ღვინის კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. 
,,ღვინის ფესტივალი თელავ-ქალაქის ზეიმს ემთხვევა და ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ დიდი და მცირე ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული 500-მდე სხვადასხვა ასაკისა და ტიპის ღვინო. საქართველოს მასშტაბით ღვინის 22 კომპანია ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას სულ ფესტივალში მონაწილეობას”, ფესტივალის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა,ასევე წარმოდგენილი იყო ყველისა და თაფლის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.