ახალი ამბები

გელა სამხარაულმა ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ოფიციალურად დატოვა. ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამხარაულმა “თავისუფალი დემოკრატების” დატოვების მოთხოვნის შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა გია ჯაფარიძემაც დატოვა “თავისუფალი დემოკრატები”. გუშინ გელა გელა სამხარაულმა პარტიის დატოვების მიზეზების შესახებ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა, დღეს კი Knews.ge მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა თელავის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებას, თუმცა საპარარლამენტო უმრავლესობის წევრს მობილური ტელეფონი გათიშული აქვს.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ფრაქციას “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” ნაცვლად “თავისუფალი დემოკრატები” დაერქმევა. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. 5 ნოემბერს კი „თავისუფალი დემოკრატების“ შვიდმა წევრმა კოალიცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.