ახალი ამბები

იანვრიდან სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი გაძვირდება

სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზი იზრდება მომავალი წლიდან კი სიგარეტის ფასი 15-20 თეთრი მოიმატებს. გაძვირდება სპირტიანი სასმელიც. 
სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების გაძვირების შედეგად ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. კერძოდ, 1-ელი იანვრიდან დაგეგმილია აქციზის განაკვეთის ზრდა თამბაქოზე (ფილტრიანზე 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით), ასევე გათვალისწინებულია 1-ელი ივლისიდან სიგარეტზე აქციზისგადასახადი ე.წ. შერეული სისტემის შემოღება, რაც ჯამში 70,0 მლნ ლარის დამატებით რესურსს მოიზიდავს.

გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან დაგეგმილია ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაორმაგება, რითაც დამატებით 40 მილიონი ლარი მობილიზდება. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, აქციზით დაიბეგრება უცხოეთიდან შემოსული სატელეფონო ზარები, რის ხარჯზეც მიღებული დამატებითი შემოსავალი 30 მილიონი ლარით განისაზღვრა.

სიგარეტის მწარმოებელ კომპანიებში ფიქრობენ, რომ სიგარეტის ფასი 15 თეთრით მოიმატებს, თუმცა ეს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებას არ შეამცირებს – ასე აფასებენ თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით, აქციზზე ფასების ზრდას გულისხმობს.