ახალი ამბები

,,თელავქალაქობა” საზეიმოდ თელავის მედია კაფეში გაიხსნება

 თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმითვე, დღესვე მედია კაფეში, 13 საათზე, ერეკლე მეფისა და თელავქალაქობისადმი მიძღვნილი კონფერენცია ,,ვიზრუნოთ თელავის კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად’’ გაიმართება. 
,,ამ ორივე ღონისძიებას დაესწრებიან მერიისა და თელავქალაქობაში მონაწილე ყველა ჯგუფის წარმომადგენლები და ორგანიზატორები. 4-ში, 1 საათზე, თელაველებს გვინდა გავაცნოთ ერთგვარი ანგარიში იმ დაპირებებისა, რომელიც მათ აღუთქვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენასთან დაკავშირებით. ჩვენ კულტურის სამინისტროს ინიციატივით მივმართეთ და ძეგლთა დაცვის სააგენტომ უკვე სამი ძეგლის საპროექტო სამუშაოები დაიწყო, რომელიც დასრულდება ნოემბრის ბოლოს და სწორედ ამ პროექტებს გავაცნობთ საზოგადოებას. თელავის მერი ბატონის ციხის კომპლექსზე, თელავის თეატრის ფასადსა და მის მიმდებარე სკვერთან დაკავშირებით კულტურის მინისტრს შეხვდა და 4 ნოემბერს დაგეგმილია შეხვედრის შედეგების გაცნობაც’’, -განაცხადა knews.ge-სთან ფიქრია ყუშიტაშვილმა.