ახალი ამბები

თელავში პირველი თანამედროვე ტიპის სატრანსფორმატორო ჯიხური გაიხსნა

თელავის მერის პლატონ კალმახელიძეს თქმით, მერიამ და ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციამ” ზამთრისთვის მზადება უკვე დაიწყო.
პლატონ კალმახელიძეს თქმითვე, ქალაქის ტერიტორიაზე 1 იანვრამდე მოხდება ავარიული ტრანსფორმატორების დემონტაჟი და 7 ახალი სადგურის აშენება.
,,თელავის ელექტროგამანაწილებელ ქსელს თანამედროვე სტანდარტის პირველი საქალაქო ტიპის ტრანსფორმატორი მიუერთდა. ქალაქის ცენტრალურ უბანში, რომელიც ამ დრომდე შორ მანძილზე მყოფი ტრანსფორმატორიდან იკვებებოდა, ახალი 250 კილოვოლტ/ამპერიანი ტრანსფორმატორი ჩაირთვება. მისი მეშვეობით ამ უბანში მდებარე ორგანიზაცია–დაწესებულებებსა და მცხოვრებ 700 მდე ოჯახს ელექტრომომარაგება საიმედო გაუხდება. ტრანსფორმატორი 26 მაისის ქუჩაზე იმ ადგილზე განთავსდა, სადაც ამ დრომდე სრულად ამორტიზებული და უმოქმედო სატრანსფორმატორო ჯიხური მდებარეობდა. ძველი ნაგებობისა და ელექტროგადამცემი ხაზების დემონტაჟის შემდეგ ახალი ტრანსფორმატორი გამანაწილებელ ქსელს იზოლირებული სადენებით მიუერთდა, რაც ლოკალურ ქსელში ავარიული ამორთვების, ტექნიკური დაზიანებებისა და ელექტროენერგიის დატაცების ალბათობას მინიმუმანდე დაიყვანს. ამავდროულად, ახალმა ტრანსფორმატორმა მნიშვნელოვანი სიმძლავრის დატვირთვა მოუხსნა ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე სხვა ტრანსფორმატორს, რომლითაც ერეკლეს გამზირისა და 26 მაისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა ნაგებობები მარაგდებოდა”, -განუცხადა knews.ge-ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.