ახალი ამბები

სიღნაღში ,,საბავშვო თეატრების ფესტივალი” გაიმართა

ფესტივალის მონაწილეებმა რვა სპექტაკლი წარმოადგინეს. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები კი ათ ნომინაციაში გამოავლინა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, გრან-პრი სპექტაკლს „ურჩხული და ქალწულს“ ერგო.
საბავშვო თეატრების ფესტივალი სიღნაღში მერვე წელია ტარდება და ყოველი წლის ოქტომბერში იმართება.