ახალი ამბები

„გურჯაანქალაქობა-2014“-ის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3755 ლარი დაიხარჯა

ქალაქში მთელი დღის განმავლობაში, სპორტული და კულტურული ღონისძიებები კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე 12:00 საათიდან მიმდინარეობდა.
მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. გურჯაანის ღვინის ქარხნებმა კი საკუთარ პროდუქცია წარმოადგინეს.
პროდუქციის გამოფენა ასევე სოფელ კაჭრეთის პროფესიულმა სასწავლებელმა და ღვინის კომპანია ,,მეღვინეობა ხარებამ” გამართეს.
გურჯაანში ასევე კონცერტი გაიმართა, რომელშიც როგორც ადგილობრივი შემსრულებლები, ასევე ცნობილი მომღერლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
გურჯაანელების თქმით, დღესასწაულზე შარშანდელთან შედარებით წელს, ხალხის აქტივობა დაბალი იყო.
დღესასწაულს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.