სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსაში გალაქტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამო გაიმართა
საღამოზე პოეტის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი მათთვის საყვარელი ნაწარმოებები წაიკითხეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თქმით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია და წიგნის კითხვის პოპულარიზაციისთვის ხშირად უნდა გაიმართოს.

