საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, C ჰეპატიტი სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში.
მისი თქმით, საქართველოში უკვე შესაძლებელი გახდა დაწყებულიყო პროგრამა და ინტერფერონის საჭიროების მქონე პაციენტებს მედიკამენტი 60%-იანი ფასდაკლებით მიეღოთ. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ამისა, ფასი აბსოლუტური უმრავლესობისთვის ისევ მიუწვდომელია.
“ახლა გამოჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომელსაც განკურნების ბევრად მეტი პროცენტი აქვს. ჩვენი ინტერესია, დავეხმაროთ მოსახლეობას, რომ ეს მედიკამენტი და ზოგადად C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს. შესაბამისად, უკვე რამდენიმე თვეა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომლის დეტალებს ვერ გავამხელ, რადგან მოლაპარაკების პროცესი არ დასრულებულა. მაგრამ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, პრეპარატი სოფუსბუვირი ყველაზე ძვირია და მაგალითად, აშშ-ში 1 კურსის ჩატარება 84 000 დოლარი ღირს.
“ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ ისეთ პირობებს, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის”, – განაცხადა სერგეენკომ.