ახალი ამბები

თელავში ეთნიკურ ქისტ და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა Knews.ge-ს ჟურნალისტთან ოფიციალური კომენტარისაგან თავი შეიკავა კომენტარისგან. ადგილზე მისულ საპატრულო პილიციის თანამშრომლებს ადგილზე სიტუაცია განმუხტული დახვდათ და ვერც დაპირისპირებული მხარეების პოვნა შეძლეს. მონაწილეები იპოვეს.
ინციდენტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა შემთხვევის ადგილზე, ასევე, გამოიძახა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. ექიმი აცხადებს, რომ გამოძახება 112-დან მიიღეს. მათი ინფორმაციით, არიან დაზარალებულები, თუმცა სამართალდამცავების მსგავსად ვერც ექიმებმა მიაგნეს ინციდენტის მონაწილეების კვალს. 
IV საჯარო სკოლის დირექტორის ეკა გიგიტელაშვილის განმარტებით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება საგანმანათლებლო დაწესებულების შენობასი არ მომხადარა. შენობაში არ უჩხუბიათ. გიგიტელაშვილმა ისიც დაადასტურა, რომ ქუჩურ დაპირისპირებაში IV სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულნი. IV საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა Knews.ge-ს განუცხადა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხშირია ქუჩური გარჩევის შემთხვევები.