სოფელ არხილოსკალოში საქველმოქმედო საღამო გაიმართება
საქველმოქმედო საღამო ,,ვაშენოთ უფლის სახლი“, 2 ნოემბერს გაიმართება.
როგორც საღამოს ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიებაზე მოეწყობა გელა ბორაშვილის დოკუმენტური ფილმის- ,,ერეს“ საპრემიერო ჩვენება და, ასევე, ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები დოღსა და მკლავჭიდში.
სტუმრებს კი შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დააგემოვნონ ტრადიციული ხევსურული ყველი, ღვინო და დადუღებული ლუდი.