ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი მთის კანონზე მუშაობას ნოემბრიდან დაიწყებს

ამჟამად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთის კანონს სპეციალურ ჯგუფთან ერთად ამუშავებს. სამუშაო ჯგუფის წევრების თქმით, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი გადის ბოლო ფაზას, რის შემდეგაც მას სამთავრობო კომისიას გადაუგზავნიან. კომისია, სავარაუდოდ, არსებულ პროექტში, ცვლილებებს შეიტანს.
ამჟამად არსებული რედაქცია კი ითვალისწინებს იმ სამართლებრივი სივრცის შექმნას, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს არამხოლოდ სახელმწიფო დახმარების იმედად იყოს, არამედ თავადვე შეძლოს საკუთარი კეთილდღეობის შექმნა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიხედვით მეწარმე, რომელიც მთის რეგიონებში დაიწყებს ბიზნესს, ადგილობრივ რესურსს გამოიყენებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს, 5 წლის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლება. ბიზნესის სტიმულირებისთვის მთის კანონში სხვა შეღავათებიც ჩაიდება, თუმცა, მათ შესახებ პროექტის ავტორები არ საუბრობენ.
სამუშაო ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ უშუალოდ განსაზღვრებას, თუ რა ტერიტორია ჩაითვლება მთიან რეგიონად და სად გავრცელდება მთის კანონი, ამასაც კანონი დაადგენს. სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი კობა არაბული აცხადებს, რომ კანონპროექტში არ იქნება ჩამოთვლილი კონკრეტული რეგიონები, სოფლები, არამედ იქნება ჩამოყალიბებული თვლადი ნორმატივების სისტემა, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ ტერიტორიებს მიესადაგება ეს სტატუსი. მთავრობი წევრების განცხადებით, ამ დროისთვის უკვე შემუშავებულია 12 პუნქტიანი გეგმა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ტერიტორიაზე მთის კანონი გავრცლედება.
სამუშაო ჯგუფის წევრის ინფორმაციით, კანონპროექტთან ერთად მტკიცდება 10-15 წელზე გათვლისი სტრატეგიაც, რომელიც ამ წლების განმავლობაში გასატარებელ ღონისძიებებს მოიცავს.
მათივე განმარტებით, შეიქმნება მთის სააგენტო, რომელიც უწყებათაშორისი კომუნიკაციისა და მონიტორინგის განმახორცილებელი ინსტიტუციად ჩამოყალიბდება.