ახალი ამბები

კახეთში 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს მონიტორინგის შედეგად სტატუსი მიენიჭა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ კოოპერატივების მონიტორინგის განხორციელება დაიწყო. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს განისაზღვროს კოოპერატივების საქმიანობა რამდენად შეესაბამება “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონს” და საინფორმაციო ბაზის შექმნა მათ მიერ წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით რაც შემდგომში სააგენტოს დაეხმარება სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და ეფექტურად დაგეგმოს პროგრამები.
მათივე განმარტებით, მონიტორინგი ასევე მოიცავს კოოპერატივის წევრებისთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევას. დღეის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი კახეთში 25 კოოპერატივს მიენიჭა.