ახალი ამბები

შესაძლოა, ახმეტის საკრებულოს წევრი გია ლორთქიფანიძე ვალერი დედაბრიშვილმა ჩაანაცვლოს

დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს ნაციონალური მოძრაობიდან, საკრებულოს წევრის გია ლორთქიფანიძის განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე. გია ლორთქიფანიძემ უწყებას, უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, 23 ოქტომბერს მიმართა. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ჯუგაშვილის განცხადებით, გია ლორთქიფანიძე, რომელიც საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით გახდა, საკრებულოს არც ერთ სხდომას არ დასწრებია. 
,,დღეს დილით გია ლორთქიფანიძის ხელმოწერით შემომიტანეს განცხადება. ლორთქიფანიძეს განცხადება დაწერილი ჰქონდა მხოლოდ ერთი წინადადებით: “გთხოვთ, შემიწყვიტოთ უფლებამოსილება”. მე განსახილველად დავაწერე საკრებულოს იურიდიულ კომისიას”, – განუცხადა knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმითვე, 
გია ლორთქიფანიძეს, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის წევრი ვალერი დედაბრიშვილი ჩაანაცვლებს. 
“ცესკოს გავუგზავნეთ ოფიციალური განცხადება და ვითხოვეთ, რომ წარმოგვიდგინონ შესაბამისი კანდიდატურა. მაქსიმუმ 10 დღეში ცნობილი გახდება ვინ შეცვლის გია ლორთქიფანიძეს”, – განუცახადა Knews.ge-ს გელა ჯუგაშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, გია ლორთქიფანიძე არ განმარტავს უფლებამოსილების მოხსნაზე მოთხოვნის მიზეზს.