ახალი ამბები

კარტოფილის ფასი 2 ლარამდე გაიზრდება

ფერმერების თქმით, საქართველოში კარტოფილის მარაგი მცირეა და მას მალე იმპორტულით ჩაანაცვლებენ. რითიც შეიძლება კარტოფილი მკვეთრ გაძვირებას გადაურჩეს.
მათივე თქმით, ზამთრის მარაგის 50% უკვე გაყიდულია. ხოლო დარჩენილი პროდუქტი 2-3 თვის სამყოფია.
ექსპერტები სოფლის მეურნეობის საკითხებში მიიჩნევენ, რომ ბოსტნეულის, მათ შორის, კარტოფილის წარმოებისთვის ქვეყანას კარგი მდებარეობა და კლიმატი აქვს. რესურსის სათანადო გამოყენების შემთხვევაში, ქვეყანას შეუძლია, სრულად აითვისოს შიდა ბაზარი და ექსპორტზეც განიმტკიცოს პოზიცია.