ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი – წელს საფერავის მოსავალი მოთხოვნაზე 30%-ით მეტი იყო

რთველი 2014 დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, ქარხნებმა მიიღეს და გადაამუშავეს 120 ათასი ტონა ყურძენი, ხოლო მევენახეებმა შემოსავლის სახით 170 მილიონი ლარი ლარი მიიღეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის თქმით, წელს საფერავის მოსავალი მოთხოვნაზე 30%-ით მეტი იყო:
,,მართალია, გვალვის შედეგად ბევრი ვენახი გაფუჭდა, მაგრამ ჯამში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ დიდი მოცულობის ყურძნის ჩაბარება მოხდა. გადაჭარბებულმა აჟიოტაჟმა საფერავის ფასი საკმაო მაღალ ნიშნულზე აწია. საბოლოდ, ფასები ბაზრის პრინციპით ყალიბდება. შესაძლოა, კომპანიებმა გადაიხადეს საფერავის ჯიშის ყურძენში მაღალი ფასი, მაგრამ მათ გადაიხადეს ის ფასი, რომლის გადახდაც შეეძლოთ. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასი ვერ იქნება ერთნაირი და ამას უნდა შევეგუოთ”.