ახალი ამბები

გავაზის ტყე მასიურად იჩეხება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მოსახლეობა, 33 ჰექტარი ტყის გასხვისებასა და გაჩეხას აპროტესტებს. გავაზე­ლების თქმით, ადგილს, რომელიც რამდენჯერმე გასხვისდა, საძო­ვრებად იყენებდნენ. მათი თქმით, იმის გამო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი კერძო პირს უკანონოდ და ფარულად მიჰყიდეს, სოფელს საძოვრები აღარ დარჩა. გავაზელე­ბი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხო­ვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. მოსახლეობის თქმით, საძოვრე­ბის არარსებობის გამო, შესაძლოა პირუტყვი, რომელიც მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა, შიმშილით დაიხოცოს. გავაზის მკვიდრ ნათელა გე­გელაურის თქმით, გარდა იმისა, რომ სოფელს საძოვარი აღარ აქვს, კერძო მესაკუთრე ტყეში არსებულ ხეებს მასიურად ჩეხს და იქ ვენახის გაშენებას აპირებს. თავდაპირველად გავაზში, 2012 წელს, ფარულად, კერძო პირს 33 ჰექტარი ტყის ფართობი მიჰყიდეს და შემდეგ გასხვისდა. როგორც ყვარლის გამგებლის მოადგი­ლე ოთარ ბუჯიაშვილი ,,კახეთის ხმასთან’’ საუბარში აცხადებს, აღნიშნული მიწის ფართობი ტყის ფონდიდან დიდი ხანია ამოირიცხა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, რომელიც აუ­ქციონის წესით კერძო პირმა, ბიზნესმენმა დავით ოთარაშვილმა შეისყიდა.