ახალი ამბები

თელავის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სათბობი შეშით მომარაგებაზე 16 000 ლარს გამოყოფს

თელავის ვიცე-მერის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით ზამთრის სეზონისთვის თელავის მერია სოციალუ­რიად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშის მომარაგე­ბის მიზნით ბიუჯეტში 16 000 ლარის გამოყოფას გეგმავს: ,,სოციალურად დაუცველ მოქა­ლაქეს, ვისაც შეშის მისაღებად განცხადების დაწერის სურვილი აქვს, მოქალაქეთა მიღების ბიუ­როს უნდა მიმართოს, რომელსაც შესაბამისი კომისია განიხილავს. მერიაში გახსნილია ცხელი ხაზი (27 36 50), რომელზეც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, დარეკოს და შექმნილი პრობლემის შესახებ განაცხადოს. ამ დროისთვის თელავის მერია მუშაობს ახალი სოციალური პაკეტების შემუშავე­ბაზე. რაც შეეხება ზამთრისთვის გასათბობად საჭირო შეშას, მიი­ღებს ის ოჯახი, რომელიც ყველაზე გაჭირვებულია,’’ – აცხადებს knews.ge-სთან მთვარელიშვილი.

მოსახლეობის თქმით, წლებია, თელავის მუნიციპალიტეტის გა­მგეობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშით ეხმარებოდა, მა­გრამ, გაუმართავი სისტემისა და ბიუჯეტიდან ამ კუთხით გამო­ყოფილი არასაკმარისი თანხის გამო, ბოლო წლებში ყველა ვერ მარაგდებოდა:

,,შარშან დავწერე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება, მაგრამ შეშა არავის მოუტანია. წელსაც ვფიქრობ, მერიას მივმართო განცხადებით, იქნებ დამეხმარნენ. რამდენიმე დღის წინ ჩემმა ნათესავმა მომიტანა ცოტა ძველი ფიცრები, რომ იმით მაინც გავთბე,’’ – აცხადებს სოციალურად დაუცველი ელენე თუშიშვილი.