ახალი ამბები

სახელმწიფო მაღალმთიან რეგიონებში არსებულ საავადმყოფოებს სადაზღვეო კომპანიებისგან იყიდის

ეს მას შემდეგ მოხდება, რაც მაღალმთიან რეგიონებში დასრულდება არსებული საავადმყოფოების ინვენტარიზაციის პროცესი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების საავადმყოფოების, სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა კერძო მმართველობაშია. ბიზნესის კუთხით მათთვის წამგებიანია ასეთი სამედიცინო დაწესებულებები და სწორედ ამით განსხვავდება სახელმწიფო კერძო ბიზნესისგან.
,,სახელმწიფო წლის განმავლობაში, მაღალმთიანი რეგიონების დასახმარებლად, სპეცდაფინანსების სახით, 3 500 000 ლარს იხდიდა. იმის გამო, რომ ეს ბიზნესი წამგებიანია, სახელმწიფო ცდილობს, დოტაციით შეინახოს ეს დაწესებუმათთვის წამგებიანია ლებები. რამდენიმე თვის წინ გამოიყო დამატებით 2 000 000 ლარი გამოიყო, რათა ბიუჯეტი მაღალმთიან რეგიონებს დახმარებოდა.
ამის პარალელურად, საავადმყოფოების კერძო მფლობელებს სურვილი ჰქონდათ, რომ სახელმწიფოს ეს დაწესებულებები გამოესყიდა, ”- განაცხადა დავით სერგეენკომ.
სერგეენკოს განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შესყიდვების დასრულების შემდეგ, სამინისტრო აღნიშნულ საავადმყოფოებს მუნიციპალიტეტებს გადასცემს.
2013 წლის იანვარში საქართველოში ჩატარებული მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების პასპორტიზაციით დადგინდა, რომ ქვეყანაში 1 553 დაწესებულებაა. პასპორტიზაციის შედეგად, ასევე, დადგინდა სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული, საკადრო და ადმინისტრაციული რესურსების მოცულობაც.