საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მომავალი წლის განმავლობაში სპეციალური აღჭურვილობები გადაეცემა
შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების განვითარების 2015 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს და ამ მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. გარდა ამისა, დეტალურად განიხილეს მარტვილის კანიონისა და კინჩხის ჩანჩქერის დამთვალიერებელთა ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხები.
ზურაბ კოპაძის განცხადებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მომავალი წლის განმავლობაში სპეციალური აღჭურვილობები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ფოტოხაფანგები, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და სხვა საჭირო ინვენტარი გადაეცემა, რაც დაცული ტერიტორიების განვითარებას, ასევე ახალი ტურისტული სერვისების დანერგვასა და ვიზიტორთა ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, უწყების ხელმძღვანელებისგან დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა სტატისტიკის, დემარკაციის, ეკოტურიზმისა და მიმდინარე წლის განმავლობაში დანერგილი ახალი სერვისების შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინა.