„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საგარეჯოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფელ იორმუღანლოში მოეწყო სასმელი წყლის 2 ჭაბურღილი, შემოიღობა სოფლის სასაფლაო, სასაფლაოს ტერიტორიაზე მოეწყო მოსაცდელი ოთახი.
ასევე სოფელ დუზაგრამაში სასაფლაოს ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოსაცდელ ოთახსა და სოფლის 2 საბავშვო-ბაღს, პალდოს სასაფლაოს ტერიტორიაზე აშენდა მოსაცდელი ოთახი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, სოფელ ლამბალოში ჩატარდა სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, შემოიღობა ადმინისტრაციული შენობა, მოიხრეშა შიდა სასოფლო გზები, შემოიღობა სოფლის სასაფლაო.
,,სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, სოფელ თულარში სარწყავ არხს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ჭაბურღილისთვის მოხდა საქაჩი ტუმბოს შეძენა, ჩატარდა ჭალის ცენტრალური გზის მოხრეშვის სამუშაოები, სოფლის ცენტრალურ და შიდა გზებს, აგრეთვე სარწყავ არხს ჩაუტარდა რეაბილიტაცია,”- აცხადებენ გამგეობაში.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ დროისთვის რეგიონალური პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს სოფ. თულარი – ლამბალოს დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.