ტოქსიკოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, ტყის სოკოს მიღებისგან თავი შეიკავონ
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ექსპერტმა-ტოქსიკოლოგმა ოთარ რუსაძემ განაცხადა, ბოლო კვირის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში სოკოთი ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაიზარდა. ოთარ რუსაძე მოსახლეობას მიმართავს, რომ ბავშვებს არ აჭამონ სოკო. მისი თქმით, სოკო თუნდაც ტოქსიკური არ იყოს, ერთ-ერთი რთულად მოსანელებელი პროდუქტია. როგორც ოთარ რუსაძემ აღნიშნა, დიდი რაოდენობით არც სათბურში გამოყვანილი შამპინიონის მიღება არ შეიძლება.
ექსპერტ-ტოქსიკოლოგის ინფორმაციით, ზოგადად სოკოთი დანაყრება არ შეიძლება. იაშვილის კლინიკაში გუშინ სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა. კლინიკაში ამ დრომდე სოკოთი მოწამლული 3 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.