ღორის ხორცი გაძვირდა
მოვაჭრეების ინფორმაციით, ღორის ხორცი 15-20%-ით გაძვირდა. მათი განცხადებით, გაძვირება საფასო ცვლილების მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.
მოვაჭრები აცხადებენ, რომ ფასის გაძვირება საქონლისა და გაყინული ღორის ხორცის ფასს არ შეხებია. სამომხმარებლო ბაზრებში, სადაც შედარებით დაბალი ფასის გამო მომხმარებელს ხორცპროდუქტებზე ხელი უფრო ადვილად მიუწვდება, ღორის ხორცი დაახლოებით 1,50-2,50 ლარის ფარგლებშია გაძვირებული.
სუპერმარკეტებში კი ღორის ხორცი ისედაც ძვირად იყიდება და მისი ფასი ხშირად 12 ლარსაც აჭარბებს.
მოვაჭრეები განმარტავენ, რომ ღორის ხორცის შეძენა ადგილზეც ძვირად უწევთ, თუმცა კონკრეტულ მიზეზს, რომელსაც შეეძლო პროდუქტი გაეძვირებინა, ისინი ვერ ასახელებენ.
სოფლის მეურნეობის ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ფერმების რაოდენობა შემცირებულია, ხოლო ოჯახები პირუტყვის მასობრივად მოშენებას, მაღალი რისკის გამო, ვერ ახერხებენ. სოფელში იშვიათია ოჯახი, რომელსაც 2-3 ღორზე მეტი ჰყავთ, ხშირ შემთხვევაში კი, შინაური პირუტყვის გაზრდას ვერც კი ახერხებენ.