ახალი ამბები

საგარეჯოში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამეგრელოსა და კახეთიდან სათემო პროექტებში ჩართული ქალბატონები.
ღონისძიების პარალელურად ადგილობრივი სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის გამოფენა–გაყიდვაც გაიმართა. 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სხვა ხალხური ღონისძიებების გარდა, ასევე, გაიმართა დისკუსია ფერმერ ქალებსა და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით.
პირველად 2008 წლის 15 ოტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნებული საერთაშრისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.
საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საოჯახო მეურნეობაში, მაგრამ მათი თანამონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში კვლავაც არასაკმარისია. გასულ წლებში ქალთა რაოდენობა ადგილობრივ თითმმართველობებში საგრძნობლად შემცირდა.