ლაგოდეხში “კოსტაობა” აღნიშნეს
საიუბილე ოთარიღი მისივე სახელობის საჯარო სკოლაში აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მეთაური, დიმიტრი სანაკოევი, აფხაზეთის მთავრობის მეთაური, ვახტანგ ყოლბაია, ქართველი და ოსი საზოგადოების, ასევე, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვლადიკავკაზიდან ჩამოსული სტუმრები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დოღი, ჭიდაობა და სტუმრებმა ქართული და ოსური სამზარეულოს ტრადიციული კერძებიც დააგემოვნეს. ღონისძიებში მონაწილეობდა ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, რომელმაც წაიკითხა მწერლის ბიოგრაფია და წარმოადგინა ნაწყვეტები სპექტაკლიდან „ფატიმა“. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებულმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა”ნართებმა” კი დახურა საზეიმო ღონისძიება. “კოსტაობის” დღესასწაულის აღნიშვნას სამი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და იგი იმართება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია”კავკასიური მოზაიკის” ინიციატივით.