ხვალ თელავში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება
ქალაქ თელავის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, ხვალინდელ კონცერტში, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეც მიიღებს მონაწილეობას.
კონცერტის სოლისტები იქნებიან ასევე ედუარდ ბნურერი, ალექსანდრე ბუზლოვი, მარია კაგანი, გრიგორი კროტენკო, ჯააკო ლუომა, ივან კრესპო, ფიოდორ ბელუგინი, თეიმურას ბუხნიკაშვილი, ლიზა შკლიავერი,ზბიგნევ მონკიევიჩი, ირაკლი ჯორჯაძე, ირაკლი ზანდარაშვილი, ირაკლი ევსტაფიშვილი და ელისაბედ გოკიელი.
მუსიკის კონცერტის პროგრამის ფარგლებში შესრულდება ჰაიდანი, მოცარტი- სამხედრო მარშები, ჰუმელი-სამხედრო სეპტეტი, შონბერგი-Eisern Brigade და მარტიუ- Revue de la Cuisi.
,,ფესტივალს წელს დაარსებიდან – 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება. ფესტივალი თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრის მხარდაჭერითა და “კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის” ორგანიზებით. ფესტივალი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 18 ოქტომბერს დასრულდება,”-განუცხადა KNEWS.GE-ს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა.