ახალი ამბები

თელავის სამუსიკო სასწავლებელში მასტერკლასები მიმდინარეობს

მასტერკლასებში მონაწილეობას იღებენ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, მასტერკლასები თელავის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმართება.
მისივე თქმით, დღემდე ეს მეხუთე ჩატარებული მასტერკლასია, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები იღებენ.