ახალი ამბები

საქართველოში, ახალშობილების და ორსულობის დროს დაკარგული ჩვილების გახსენების დღეს აღნიშნავენ

 საქართველოში ამ ღონისძიებას ორგანიზებას უკეთებს ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია.
“ბავშვის დაკარგვა არის უდიდესი ტრაგედია არა მხოლოდ მისი ახლობლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. 
15 ოქტომბერს გახსენების საერთაშორისო დღეს დაესწრებიან მშობლები და ოჯახები, რომლებმაც გადაიტანეს პერინატალური დანაკარგი, ასოციაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, აგრეთვე მოქალაქეები, რომელთაც სურთ თანადგომის გამოხატვა. საზოგადოებას მიმართავენ ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, ფსიქოლოგები და მშობლები. ამ ღონისძიების ჩატარებით ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია თანადგომას უცხადებს ასეთ ოჯახებს და იღებს ინიციატივას, რომ ეს საკითხი წინ წამოიწიოს.
მრავალმა მშობელმა აღმოაჩინა, რომ ამ აქციაში ჩართულობა ეხმარება მათ საკუთარი ტკივილის დაძლევაში, ისინი გრძნობენ, რომ არ არიან მარტო, მათ გვერდში დგას მრავალი ადამიანი, რომელიც სიყვარულს და სითბოს უზიარებს.
ღონისძიების ბოლოს ავანთებთ სანთლებს და შევუერთდებით “სინათლის ტალღას”, რომელიც ინთება მსოფლიოს მრავალ ქვეყნაში ამ დღეს 19:00 საათზე”, -ნათქვამია ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის განცხადებაში.