საგარეჯოში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება
ღონისძიების ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.
UNDP-ის ცნობით, დღესასწაულში მონაწილეობას მიიღებენ სათემო პროექტებში ჩართული ქალები სამეგრელოდან და კახეთიდან, ფერმერი ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გაიმართება ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ასევე ჩატარდება დისკუსია, რომელშიც ფერმერ ქალებთან ერთად მონაწილეობას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.
ღონისძიებას ქართველი მომღერლების კონცერტი დაასრულებს.