ახალი ამბები

გურჯაანის რაიონში 30 წლის ქალი მეუღლემ სცემა

ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა ამჯერად გურჯაანის რაიონში. 30 წლის ქალი საკუთარმა მეუღლემ სცემა. მეზობლების ინფორმაციით, დაზარალებული ქალბატონი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით და სისხლჩაქცევებით რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების თქმით, პაციენტს პირველადი დახმარება აღმოჩინეს და იგი ამჯერად უკვე სახლში მკურნალობს. დაზარალებულის ახლობლები ოჯახური ძალადობის ფაქტს უარყოფენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.