თელავში მუსიკოსმა ლიანა ისაკაძემ კონცერტი გამართა
თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ლიანა ისაკაძემ კონცერტი გამართა. მუსიკოსი მაყურებლის წინაშე საფესტივალო სიმფონიური ორკესტრთან ერთად წარსდგა. ლიანა ისაკაძის კონცერტის პროგრამაში იყო იოსებ კეჭაყმაძის – საგუნდო ნაწარმოებები: “მამაო ჩვენო” (ლექსი ი.ჭვჭავაძისა) “ქუთაისური” (ლექსი ბ. კეშელავასი) “სოფლად სტირიან ქალები” (ლექსი ხალხური) “ქორალი” “ალნი” (ლექსი ხალხური) “მშვიდობით” (ლექსი ო.ჭილაძისა) “ქალი ვარ ბაგრატივნისა” (ლექსი ხალხური) “ეგზერსისი” “ლაშარის გზაზე” (ლექსი ა. კალანდაძისა, ციკლიდან “მთისაი ბარსა”). კონცერტზე, ასევე შესრულდა იოჰანეს ბრამსის – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის რე მაჟორი, თხზ. 77.
თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი18 ოქტომბერს დასრულდება.