მოსახლეობა დაუბეგრავი მინიმუმით მომავალ წელსაც ისარგებლებს
ცნობილია, რომ თანხის გაცემა უკვე არსებული წესით მოხდება, ელექტორნული დეკლარაციის შევსების თარიღი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
2015 წელს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება განხორციელდება ”გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესი.
2013 წელს დაუბეგრავი მინიმუმის ცნება გაჩნდა. შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დეკლარირების სპეციალური ფორმაც, რომელიც ფიზიკურ პირს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებისას უნდა შეევსო. მინიმუმის გაცემის წესი იგივეა. თუ 2014 წელს ხელფასის სახით მოქალაქეს დარიცხული აქვს 6000 ლარი, სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს (ანუ დაუბეგრავი მინიმუმის 1800 ლარის – 20 პროცენტს). თუ მოქალაქეს ერიცხება 1800 ლარზე ნაკლები, მაშინ უკან დაიბრუნებს იმ თანხმის 20%-ს, რომელიც წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიიღო.
წელს 470 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა დაუბეგრავი მინიმუმით. საერთო ჯამში კი 131 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.