კახეთი–დაღესტანის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 25 ხიდი და 11 გვირაბი აშენდება
კახეთ-დაღესტნის გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. აგვისტოს ბოლოდან რუსულმა მხარემ 2 მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების კახეთი–ავარეთის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები განაახალა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ, ეს პროცესი ქართული მხარის თანხმობით დაიწყო. თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი კატეგორიულად უარყოფენ მათი მხრიდამ თანხმობას და აცხდებენ, რომ მილიარდიანი პროექტის შსახებ არაფერი იციან. საინფორმაციო სააგენტო Knews.ge შეეცადა გაერკვია რუსეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ამ საკითხის შესახებ მაია ფანჯიკიძეს სთხოვა კომენტარი. ფანჯიკიძემ კი თემის კომენტირებისას საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ კახეთ-დაღესტნის გზის მშენებლობაზე არაფერი იცოდა და ამის შესახებ მედიიდან შეიტყო.
საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ მისი გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს განახორციელებს თავის ტერიტორიაზე.საქართველოს ხელისუფლების ქარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მოსკოვს ეს გზა ამ ეტაპზე არა სამხედრო აგრესიის, არამედ სხვა მიზნებისთვის სჭირდება. ხელისუფლების ოპტიმისტურ დამოკიდებულებას არ იზიარებენ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. ისინი პარალელებს 2008 წლის მოვლენებთან ავლებენ და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ახალი მაგისტრალი ნებისმიერ დროს რუსეთს საქართველოს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების ანექსიას გაუადვილებს.
კახეთ–დაღესტანის დამაკავშირებლი გზის მშენებლობას სერიოზული პროტესტი მოჰყვა თავად ჩრდილო კავკასიელების მხრიდან. 27 სექტემებერს შეიარაღებული პირები შენებელთა ბაზას თავს დაესხნენ და მათგან კატეგორიულად მოითხოვეს რუსული საგანგებო დანიშნულების სამხედრო გზის მშენებლობის შეჩერება.