ახალი ამბები

ადგილობრივ თვითმმართველობებს საშტატო ერთეულების გაზრდის შესაძლებლობა ეძლევათ

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იცვლება პარლამენტის მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის წესი, რომელიც თვითმმართველობის კოდექსის მიღების პროცესში ხანგრძლივი დისკუსიის საგანი იყო. 
ახალი თვითმმართველობის კოდექსით, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა რაოდენობა მკაცრად დადგინდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ყველა მუნიციპალიტეტის მინიმალური საბაზისო საშტატო რაოდენობა 30 ერთეულით და ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო მოსამსახურით განისაზღვრა.
პროექტის ავტორის და ინიციატორის, გიორგი ჟორჟოლიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რიცხოვნობას. “თუ მაჟორიტარული ოქლების რაოდენობა 15-ია, მაშინ საშტატო ერთეულიც იქნება 15, თუ 20-ია, მაშინ – 20 და ა.შ.”, – განმარტა გიორგი ჟორჟოლიანმა.