საქსტატის მონაცემებით სამედიცინო მომსახურებაზე ფასი 3,5 %-ით გაიზარდა
კვლევის მიხედვით სექტემბრის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამედიცინო მომსახურებაზე 3,5%-იანი ზრდა ფიქსირდება.
საქსტატის ინფორმაციით ფასები შემდეგ სამედიცინო მომსახურებებზე გაიზარდა:
ექიმ სპეციალისტების კონსულტაციის ღირებულება 30-40 ლარიდან 50-60 ლარამდე;
ინსტრუმენტული გამოკვლევები:
ექოსკოპია 40-დან 50 ლარამდე, რენტგენოგრაფია 25-დან -30 ლარამდე, გასტროსკოპია 50-დან – 70 ლარამდე, კორონაროგრაფია 500-დან – 800 ლარამდე.
ქირურგიული ოპერაციები:
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება 60-დან – 200 ლარამდე.
მშობიარობა საშუალოდ 1140-დან – 1300 ლარამდე;
საკეისრო კვეთა 1200-დან – 1400 ლარამდე;
ქირურგების ჰონორარები 250-დან – 400 ლარამდე,
ქოლეცისტექტომია 120-დან – 178 ლარამდე;
ტონზილექტომია 250-დან – 500 ლარამდე;
ფასის ცვლილებას საქსტატი სამომხმარებლო კალათაში შემავალი სამედიცინო კომპონენტების საფუძვლზე ადგენს.
ფასებზე ცვლილებას ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ექიმთა კავშირიც“. ორგანიზაციის წევრის ზურაბ კიკვიძის განცხადებით, ფასები შეცვლილია, თუმცა, მნიშვნელოვანი მატება არ ფიქსირდება.