ძველი თელავი და თელაველების ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელის” ფოტოფონდში
ციფრულმა ბიბლიოთეკამ “ივერიელის” ფოტოფონდმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ფოტოების ელექტრონულ ასლები, ასევე, პროექტის “წარსულთან შეხვედრის” ფარგლებში შემოსულიუნიკალური ფოტოკოლექციები გამოაქვეყნა.
ფოტო არქივში ძველი თელავი და თელაველების ფოტოკოლექციაა დაცული.
,,დღეს ჩვენი დროის მანქანით თელავი და თელაველები მოვინახულეთ. გთავაზობთ საინტერესო სურათებს კახელების ცხოვრებიდან. ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ კოლექციიდან, რომელიც ჩვენთან შეგროვდა. მატიანე ივსება, კახური ციფრული ფოტომატიანეც აუცილებლად გამდიდრდება ახალი უნიკალური ფოტოებით, რომლებსაც პერიოდულად შემოგთავაზებთ,”-ნათქვამია ციფრული ფოტომატიანეს ოფიციალურ გვერდზე.
“ივერიელის” ფოტოფონდში, ასევე, დაცულია დავით გურამიშვილის, ლუარსაბ ტოგონიძის, ბაადურ ქობლიანიძის კოლექციები და კოლექცია სახელწოდებით “ეროვნული ფოტომატიანე”, რომელშიც შესულია სხვადასხვა ოჯახში დაცული უნიკალური ფოტოები და მრავალი ცნობილი პიროვნების პირადი არქივი. საზოგადოებისათვის ფოტოების უმრავლესობა პირველად გახდა ხელმისაწვდომი.
„ივერიელში“ გამოქვეყნებული ყოველი ეგზემპლარი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრებას.