ახალი ამბები

23 ოქტომბერს თელავის თეატრში ლეილა ლეგაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

23 ოქტომბერს 19:00 საათზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლეილა ლეგაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: თემურ წიკლაური, ბესო კალანდაძე, სოფო ბედია, ტატო გოდერძიშვილი, მარიტა კუბლაშვილი, ანა მაისურაძე, მარიტა ხვედელიძე, გიო ხუციშვილი და ბიჭები, აჭარის სახელმწიფო კამერული ანსამბლი “ბათუმი”, თელავის გოგონათა კამერული ანსამბლი “კახეთის ჰანგები” თემურ ხუნაშვილი, ანდრო სიმაშვილი.
ფოლკლორული ანსამბლები: თელავის მერიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ვაჟთა გუნდი, ანსამბლი “ნანინა”, თუშ-მეგარმუნეთა ანსამბლი “კესელო” პანკისის ფოლკლორული ანსამბლი “პანკისი” 
ასევე კონცერტში მონაწილეობს სამოდელო სააგენტო “მარიგოლდი”. იმავე საღამოს შედგება ლეილა ლეგაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაციაც.