ახალი ამბები

ტყის კოდექსის პროექტის შემუშავებაზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი სომხიშვილმა გახსნა.
ღონისძიებაზე პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, სატყეო სექტორში არსებული საკანონმდებლო ბაზა განიხილეს. განხილვაზე მიღებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ტყის ახალი კოდექსის შემუშავების პროცესში გაითვალისწინებენ. 
შეხვედრის მიზანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობისა და კანონპროექტის განხილვაში მათი ჩართვის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ტყის ახალი კოდექსის შემუშავება, ტყის მდგრადი მართვის ძირითად პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. პროექტს ENPI-FLEG-II პროგრამის ფარგლებში ევროპის კავშირის დახმარებით საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა განახორცილებს.