სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს ახალი ავტომობილები გადაეცემათ
აღჭურვისა და გაფორმების შემდეგ ავტომობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში გადანაწილდება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია “ჯი-თი გრუპი”, რომელიც ცენტრისთის ავტომობილების მიწოდებას უზრუნველყოფს, მანქანების მომდევნო ნაკადს 20 ოქტომბრისთვის შემოიყვანს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ახალი ფორმებიც დაურიგდება.