სირიაში შეტაკებების დროს პანკისელი მებრძოლი გურამ გუმაშვილი დაიღუპა
გურამ გუმაშვილი სოფელ დუისიდან იყო და ის სამუშაოდ თურქეთში დადიოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა ის სირიაში.
არსებული ინფორმაციით, სირიაში ამ დროისთვის 50-მდე პანკისელი მებრძოლი იმყოფება.
რამდენიმე კვირის წინ სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა. ის პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა.