გერმანელ ფრაუ გუდრუნ ვალტერს საპატიო ლაგოდეხელის წოდება მიენიჭა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ რამდენიმე წელია, რაც გუდრუნ ვალტერი ლაგოდეხში ცხოვრობს და ქველმოქმედებას ეწევა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ლიკა სამყურაშვილის განცხადებით, ყოველწლიურად გუდრუნ ვალტერს თავის სოციალურ ჯგუფთან ერთად, გერმანიში შემოწირულობის ხარჯზე, უნაგაროდ ჩამოაქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ეტლები და ორთოპედიული საშუალებები.
ჰერეთობის” დღესასწაულზე ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდება კიდევ 4 პირს: ბიზნესმენს, ვახტანგ ჭუპაშვილს, ქველმოქმედ ალექსანდრე გელაშვილს (ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი ააგო), ქველმოქმედ ვაგნერ ხარაძეს და ტელე-პროექტის, “ეტალონის” ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს მიენიჭა.