ადგილობრივი წარმოების დასაცავად, შესაძლოა, იმპორტი შეიზღუდოს
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის მიერ ინიცირებული “საზღვრის დაცვის ღონისძიებების შესახებ კანონი“ უახლოეს 10 დღეში მთავრობის სხდომაზე გავა, შემდეგ კი განსახლიველად პარლამენტს გადაეგზავნება.
კანონპროქტი ითვალსიწინებს ყველა იმ საქონლისგან თავის დაცვას, რომელიც საქართველოში ჭარბი მოცულობით იწარმოება.
როგორც მეფრინველეობის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, კანონის მიღების შემთხვევაში, მაგალითად, მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია მიმართავს წერილით კონკურენციის სააგენტოს და აცნობებს, რომ კვერცხის ადგილობრივ მწარმოებლებს შეუძლიათ სრულად დააკმაყოფილონ საქართველოს ბაზარი.
ამის შემდეგ სააგენტო გამოყოფს მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც 2 თვის განმავლობაში შეისწავლის დარგის მწარმოებლურობის ხარისხს. ასოციაციის მიერ გადაგზავნილი მონაცემების დადასტურებიდან, 4 წლის განმავლობაში იმპორტის კვოტირება, საბაჟო გადასახადის გაზრდა ან იმპორტის სრულად შეზღუდვა მოხდება, გააჩნია ეს რა პროდუქტს ეხება.