საქართველოში დიასპორული კვირეული გაიმართება
როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე აცხადებს, 13 ოქტომბერს გაიმართება დიასპორულ-ეკონომიკური ფორუმი სასტუმრო “მეტეხში” 2 დამოუკიდებელი კონფერენციის სახით, სადაც დიასპორული ინვესტიციები იქნება განხილული. ასევე, განხილული იქნება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ახალი რეგულაციები.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ღონისძიებაზე დასასწრებად დიასპორის წარმომადგენლები ჩამოვლენ.
მისივე თქმით, კვირეული ფარგლებში გაიმართება დიასპორული მარათონი, რომელიც უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, თბილისში მდებარე უკრაინის საელჩოს ტერიტორიიდან დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება.