ბარბარე რაფალიანცის დედის ინფორმაციით, გენინსპექციაში შვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ
“გიორგი მოდებაძემ სიცრუის დეტექტორზე შემოწმების შემდეგ, მთხოვა, ორთაჭალაში გავყოლოდი. ვკითხე, ჩემი მეუღლის წამოსვლის საჭიროება იყო თუ არა. მითხრა, რომ არა, რადგან მცირე დაკითხვა უნდა მომხდარიყო. მივედით გენინსპექციაში, სადაც მაღალი, თეთრთმიანი კაცი, გამომძიებლების უფროსი, სახელად ვახტანგი, შემხვდა. როდესაც ოთახში შევედით, დავინახე, რომ ჩამწერი ჩართო. მან მითხრა, მსგავს ფაქტებზე, როდესაც დედამ შვილი მოკლა, ბევრი გვიმუშავია და თუკი იტყვი, რომ შენი შვილი შენ მოკალი, ეს ჩვენს შორის დარჩება და 2-3 წელს მოგისჯიანო. ცუდად გავხდი, აზრზე რომ მოვედი, ვუთხარი, რომ ჩემი შვილი არ მომიკლავს. ამის შემდეგ, მან მითხრა, კარგად დაფიქრდიო, თუ არადა რაც მოხდება თქვენს თავს დააბრალეთო”, – განაცხადა თათია მექერიშვილმა გადაცემისთვის “განსხვავებული აქცენტები” მიცემულ ექლკლუზიურ ინტერვიუში. მექერიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გადაცემის “განსხვავებული აქცენტები” გადამღებმა ჯგუფმა დატოვა რაფალიანცების საცხოვრებელი სახლი, ადვოკტამა ლალი ბიწაშვილმა დაურეკა მას და მოსთხოვა, რომ ჟურნალისტებისათვის არაფერი ეთქვა. “როდესაც თქვენ წახვედით, ადვოკატმა დამირეკა და მკითხა, თათია ჟურნალისტები ხომ არ მოსულანო. მე ვუთხარი თქვენი სახლი და გვარი და ვუთხარი, რომ მან მოამზადა სიუჟეტი მეთქი და დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა მეთქი. მინდა, რომ ხალხმა გაიგოს, რას ვფირობ და კარგიც არის მეთქი. ასე მითხრა, რაც მე დამემართა, ფრთხილად იყავი, უარესი შენ არ დაგემართოსო”, – განაცხადა ბარბარე რაფალიანცის დედამ.
2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გარდაცვლილი ჩვილის დეიდამ, 1 ოქტომბრის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დალი მექერიშვილმა ბავშვის მკვლელობა საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კი ჩვილი რაფალიანცის მკვლელობის ორგანიზებაში, ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულეს.
მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ რაფალიანცების ოჯახის ადვოკატის აღიარება გაავრცელა. ვიდეომასალაში, რომელიც 2014 წლის თებერვალშია ჩაწერილი, ადვოკატი ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის შესახებ ყვება და მომხდარის დაფარვასა და ხელშეწყობაში შსს გენინსპექციის თანამშრომელს ვარლამ ხათრიძესა და გენინსპექციის ყოფილ უფროსს ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებს. ვიდეომასალაში ბიწოშვილი ამტკიცებს, რომ რაფალიანცის სიკვდილში დამნაშავე „ქართული ოცნებაა”. ის, ასევე, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილზეც საუბრობს. ვიდეომასალის გავრცელებიდან მეორე დღესვე კი ლალი ბეწოშვილმა გაავრცელა განცხადება. რაფალიანცის ოჯახის ადვოკატი გამორიცხულად მიიჩნევს ქართული ოცნების მონაწილეობას ჩვილის მკვლელობის საქმეში.
“მქონდა ეჭვი , რომელიც 7 თვის განმავლობაში გაბათილებულია. გამორიცხული და აბსურდულია საერთოდ, რომ ეს “ქართული ოცნების” გაკეთებულია. ეს არის აბსურდული“,- განაცხადა ბეწოშვილმა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედაგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიების პირობა. 2012 წლის 29 ნოემბერს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ რეალური სურათი სამ კვირაში ექნებოდა, თუმცა ჩვილის შემზარავი მკვლელობიდან 2 წლის შემდეგ საქმე ჯერ გამოძიებული არ არის.