თესაუში მაია მიმინოშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის“ ორი პროექტის პრეზენტაცია გამართა
მიმინოშვილმა პედაგოგებთან და სტუდენტებტან შეხვედრა გამართა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოქალაქე“ ორი პროექტის – „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ და „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას. მიმინოშვილის განმარტებით, პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალ მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლით IX-XII კლასების მოსწავლეებს. ტესტირება ჩატარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება საქართველოს ყველა რაიონისა და თბილისის სკოლებში და მონაწილეები, სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შეავსებენ არჩევითპასუხიან ტესტს, რომელიც დაეფუძნება სამოქალაქო განათლების სასწავლო გეგმას. მეორე და მესამე ტურში ძირითადი აქცენტი გაკეთდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე. წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი და სამართლებრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარზე. რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 7 ოქტომბერს და გაგრძელდება 31 ოქტომბრის ჩათვლით.
პროექტის “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” კი ერთ-ერთი მიზანია ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. მაია მიმინოშვილის განმარტებით, ამ მიზნის მისაღწევად პროექტით გათვალისწინებულია სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა/ანალიზი, რაიონების განვითარების გეგმისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტების შემუშავება.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. გუნდი დაკომპლექტებული უნდ აიყოს 4-6 მონაწილისაგან. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე შეირჩევიან საკონკურსო გუნდები. ყველა გუნდი, რომელიც წარმატებით გადალახავს შესარჩევ ეტაპს, მონაწილეობას მიიღებს მეორე და მესამე ტურში და იმუშავებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესწავლა/ანალიზსა და ამავე მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვის (გეგმის) შემუშავებაზე, საბიუჯეტო დაგეგმვაზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მეორე და მესამე ტურის მონაწილეებისათვის უშუალოდ მათ რეგიონებში ჩატარდება სპეციალური ტრენინგები თვითმმართველობის არსის, ასევე, კვლევის მეთოდების შესახებ, რომლებიც დაეხმარება გუნდებს ამ ეტაპებზე გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებაში. მეორე ეტაპზე სტუდენტთა გუნდი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში აწარმოებს არსებული პრობლემების კვლევას და მოამზადებს ანალიტიკური დოკუმენტს. მესამე ეტაპზა გადადის ყველა გუნდი, რომელიც მოამზადებს კონცეპტუალური დოკუმენტს „მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა“. მიმინოშვილის განმარტებით, განსაზღვრული არ არის, სტუდენტებისგან შემდგარი რამდენი გუნდი გახდება გამარჯვებული.
“თეორიულად შესაძლებელია ისიც კი, რომ მეორე ეტაპიდან გადასული ყველა გუნდი გამოვლინდეს გამარჯვებული. მთავარია, საბოლოო კონცეპტუალურო დოკუმენტი, რომელსაც ისინი მოამზადებენ, დადგენილ კრიტერიუმებში ჯდებოდეს”, -განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 7 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ელექტრონულად, სარეგისტრაციო პროგრამის მეშვეობით, ვებ-გვერდებზე:www.mokalake.ge online.naec.ge www.naec.ge