ახალი ამბები

ამიერკავკასიის კიკბოქსინგის ჩემპიონატზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

35 კგ წონით კატეგორიაში ახაშნელმა გიგა გოგაშვილმა, 42 კგ წონით კატეგორიაში გურჯაანელმა შალვა ყანდიაშვილმა და 65 კგ წონით კატეგორიაში ჩუმლაყელმა ნიკა რუაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის 200 -მდე სპორტსმენი იღებდა.
ამიერკავკასიის პირველობაზე გურჯაანიდან 6 სპორტსმენი ასპარეზობდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილი კიკბოქსინგში ამიერკავკასიის 2014 წლის ჩემპიონებს შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს