გურჯაანელი გიორგი ბეროშვილი ორჭიდში მოსკოვის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა
27 სექტემბერს ქ.მოსკოვში გამართულ ღია პირველობაზე ორჭიდში საქართველოს სახელით მოასპარეზე გურჯაანელი სპორტსმენი გიორგი ბეროშვილი ჩემპიონი გახდა.
გიორგი ბეროშვილი ასპარეზობდა 120 კგ. წონით კატეგორიში, რომელშიც დაიკავა პირველი ადგილი, რის შემდეგაც იასპარეზა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. მან 277 კგ წონის აწევა შეძლო და ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.
ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 120 -ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსკოვის ღია პირველობის ჩემპიონს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.