კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო აპარატებისთვის ტერიტორიებს არჩევენ
ადგილების შერჩევის შემდეგ ასევე ცნობილი გახდება აპარატების საჭირო რაოდენობა.
კომპანია „დელტა“ უსაფრთხოების სამსახურებთან ერთად ტერიტორიის შესარჩევად მუშაობს.
კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი, აცხადებს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებმა მთლიანობაში კახეთის მთელი ტერიტორია უნდა მოიცვას.
მთავრობამ პროექტისთვის 22 მილიონი ლარი გამოყო და ის მომავალი წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება.