სარაჯიშვილის მუზეუმის განსათავსებლად დროებითი ფართი გამოიყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა.(ა).ი. პ. სახელოვნებო და საგანამანათლებლო ცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ქალაქის რეაბილიტაციის შემდეგ, შენობის გარეშე დარჩენილი, ვანო სარაჯიშვილისმუზეუმის დროებით განსათავსებლად ოთახები გამოიყო.
უახლოეს დღეებში იგეგმება აღნიშნული ფართის მოწესრიგება , რის შემდეგადაც მუზეუმი ახალ შენობაში განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლიდან სარაჯიშვილის მუზეუმში დაცული ექსპონატები შეტანილი იყო სანდრო მირიანაშვილის სახელობის მუზეუმში, რაც ორივე მუზეუმის მუშაობისთვის არახელსაყრელი და შემაფერხებელი პირობა იყო.